ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ!

ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ:

 

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება 26 ივლისს. 

 

ჩატარების  ადგილი და დრო გამოცხადდება არაუგვიანეს 14 ივლისს.

 

ტესტის სტრუქტურა:


ბილეთი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

20 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით

5 ამოცანა - 8 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ამოცანის 1,1 ქულით, 2-ს 1,2 ქულით, 1-ს 1,4 ქულით, რაც იქნება ბილეთში მითითებული.

 

ტესტის მაქსიმალური ქულაა 26.

ტესტირების ხანგძლივობა 2,5 საათი.

 

საკონკურსო ადგილების  ზუსტი რაოდენობა  (არანაკლებ 125) გამოცხადდება არაუგვიანეს 14 ივლისს, გამოცდის ჩატარების ადგილსა და დროსთან ერთად.

 

შეგახსენებთ რეგისტრაციის პირობებს:

 

რეგისტრაცია  გაგრძელდება  2020 წლის 21 ივლისის ჩათვლით.   

 

რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე სკოლაში.

 

ონლიან რეგისტრაციისთვის  გადადით ბმულზე.

 

სკოლაში რეგისტრაციის მსურველთათვის:

რეგისტრაცია გაგრძელდება 21 ივლისის ჩათვლით.

11:00-დან - 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)

6,7 და 13 ივლისს, სკოლაში რეგისტრაცია იწარმოებს 13:00 საათიდან.

მისამართი: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49, ოთახი N113. 

 

რეგისტრაციისას მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  განაცხადი (ივსება ადგილზე);

ბ) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული  მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

გ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე აუცილებლად თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

ელექტრონული რეგისტრაციისას, შესაბამის ველში უნდა აიტვირთოს:

ა) სკოლის მიერ ოფიციალურად გაცემული მოსწავლის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ნიშნების ფურცელი.

ბ) მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ID ბარათის, ან პასპორტის ასლი) ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა  (ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთერთი, რაც მოსწავლემ, ასევე  თან უნდა იქონიოს გამოცდაზეც)

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.

გამოცდაზე შეიძლება არ დაიშვას  მოსწავლე, რომლის წლიური შეფასება მათემატიკაში არის 8 ან ნაკლები.

გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2019-20  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი

 

სხვადასხვა წლებში მისაღები გამოცდებისა და შემაჯამებელი წერების ბილეთების სანახავად გადადით ბმულზე

                                              

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ